როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, ვირუსის გავრცელების თეორიული შანსი არის, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში თეორიული რისკი ჩვენთანაც არსებობს, რომ ეს დაავადება გავრცელდეს, მაგრამ ეს რისკი შეუდარებელია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა გააჩნიათ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე, რისკი ჩვენთან მცირეა. სულ, როგორც იცით 83 ადამიანია ჩამოსული ამ ქვეყნებიდან, აქედან დღეისთის დაკვირვება გრძლდება 13 პიროვნებაზე",-განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, იმნაძე იმ სიმპოტომებზე საუბრობს, რომელიც ებოლას ახასიათებს.
"თუ ადამიანი იმყოფებოდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში და წამოსვლიდან 21 დღის განმავლობაში აქვს მაღალი ტემპერატურა, სისხლჩაქცევები, სისხლდენები, ძლიერი ტკივილები თავის და ყელის არეში, ეს არის ის სიმპტომები, რითაც იწყება ეს ყველაფერი. რა შეეხება იმას, თუ როგორ გადადის ეს დაავადება. ავადმყოფის ან გარდაცვლილის სისხლთან და ნებისმიერ სხვა სითხესთან შეხება",- განაცხადა იმნაძემ
ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განმარტა, შექმნილია სამთავრობო კომისია, სადაც გაწერილია, იმ შემთხვევაში თუ ვირუსი მაინც შემოვიდა ქვეყანაში, ვინ რა უნდა გააკეთოს.