საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა

საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობაც შემცირდა.

"ბოლო წლების განმავლობაში საბედნიეროდ ტენდენცია არის, რომ საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშულო ხანგრძლივობა გაიზარდა. ეს ძალიან სასიხარულია. ასევე არის ტენდეცია, რომ ბავშთა სიკვდილიანობა შემცირებულია, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშუალო დონეზე მისულები, მაგრამ ეს დინამიკა დაწყებულია. ამასთან, პენსიონერების რაოდენობა უკვე გაზრდილია 8 ათასი ადამიანით. ეს ადამიანები შეიძლება ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკურ პარამეტრებს არ ცვლის, მაგრამ თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უმნიშვნლეოვანესი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, 8 ათასით მეტი პენსიონერი ნიშნავს იმას, რომ თვეში მილიონ 200 ათასით მეტ და წელიწადში 14 მილიონ ნახევარი ლარით მეტი საპენსიო გასაცემელი უნდა გაიცეს.

მინისტრის განმარტებით, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება.

"ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს იყო მილიარდ 800 მილიონი, 2013 წელს - 2 მილიარდ 126 მილიონი, 2014 წელს - 2 მილიარდ 653 მილიონი. ზრდის დინამიკა სახეზეა და თვალსაჩინოა იმის დანახვაც, რომ პრაქტიკულად გაორმაგებულია ჯანდაცვის ბიუჯეტი. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტს, კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არის საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება პენსიების ზრდას დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საპენსიო სისტემა უნდა იყოს ადეკვატური, რომ შეძლოს საბაზრო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

"დღეისათვის საქართველოში 690 ათასი პენსიონერია და წელს ეს რიცხვი 8 ათასით გაიზრდა. პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით არის ორი გზა, ერთი არის, რომ ბიუჯეტი გაუთავებლად ვზარდოთ და მეორე, შეიცვალოს მეთოდოლოგია და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყოს იმის განხორციელება, რაც არის დაგროვებითი პენსია, რეალურად ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის სოციალური დახმარება ასაკის გამო და არა პენსია. მთავრობა მუშაობს ორივე მიმართულებით, ეკონომიკური ბლოკიც მუშაობს ჩვენთან ერთად დაგროვებით პენსიაზე ეს არ არის ერთი თვის და ერთი დღის საქმე", - აღნიშნა სერგეენკომ.