ოქტომბრის ბოლოს, რაიონებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები 100%-ით იქნება განახლებული - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ვერანაირ ნორმაში ვერ ჯდებოდა.
"მანქანების 80% ამორტიზირებული, ან საერთოდ გაჩერებული იყო, ან ყოველდღიურად რემონტს საჭიროებდა. უკვე დაიწყო და პირველი პარტია უკვე შემოსულია ამ მანქანების, რომლის შიდა აღჭურვაც ახლა მიმდინარეობს. თვის ბოლოს საქართველოს მთელი მასშტაბით რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები 100%-ით იქნება განახლებული. ეს ფაქტორი მნიშვნლეოვან პოზიტიურ გავლენას იქონიებს სასწრაფო სამსახურის მუშაობაზე, რაც ეხლა ნამდვილად არ არის შესანიშნავი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.