მოჭიდავეთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

მოჭიდავეთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

2016 წელს საქართველოში თავისუფალ და ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ნენად ლალოვიჩის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ქართული ჭიდაობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ქართულ ჭიდაობას უდიდესი ტრადიციები გააჩნია და სასიხარულო ფაქტია ის, რომ ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი საქართველოს სწორედ ჭიდაობაში აქვს მიღებული. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ნენად ლალოვიჩს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია საქართველოსადმი იჩენს.