საკრებულოს ბიურო თეიმურაზ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს

საკრებულოს ბიურო თეიმურაზ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს

თბილისის საკრებულოს ბიურო დღევანდელ სხდომაზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის თეიმურაზ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

როგორც თემურ გიორგაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს დაწერა.

ბიუროს სხდომა დღეს, საკრებულოში, 15.00 საათზე არის დანიშნული. სხდომაზე ასევე განხილული იქნება 9 საკითხი.

ბიუროს საკითხთა შორის ასევე არის თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სასწრაფო ნუსხის დამტკიცების, თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების საკითხები, ასევე 2014 წლის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თანხმობის მიცემის საკითხი.