ებოლას ვირუსთან დაკავშირებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალეებზე კონტროლი ხორციელდება

ებოლას ვირუსთან დაკავშირებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალეებზე კონტროლი ხორციელდება

ებოლას ვირუსთან დაკავშირებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალეების აღრიცხვაზე აყვანა და სპეციალისტების მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას, გაწერილი აქვს რეკომენდაციები როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის ქვეყანა ასეთ შემთხვევაში.

"რაც შეეხება საქართველოს, არის ორი მთავარი მიმართულება, ერთი – ამ ეტაპზე ცალსახად არანაირი საჭიროება არ არის საზღვრები დაიკეტოს, ან სხვა ღონისძიებები განხორციელდეს საზღვრის გადმოკვეთისას, მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეებს, და ასეთი ქვეყნები არის დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, სადაც ახლა არის მაქსიმალური გავრცელება ვირუსის. ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა და მათზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, ასევე ხდება მათი საცხოვრებელი მისამართის და გადაადგილების კონტროლი და ჩვენი დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები მათთან არიან კომუნიკაციაში და აკონტროლებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე განმარტებით, სპეციალისტები ამ ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს 21 დღის განმავლობაში, ანუ საინკუპაციო პერიოდის დროს აკვირდებიან.

"რაც შეეხება მეორე ნაწილს, კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამისთვის, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს როგორც შესაბამისი რაოდენობისა და მოწყობილი საავადმყოფოების არსებობის, ასევე მედიკამენტების მხრივ, რომ თეორიული შესაძლებობის შემთხვევაში ეფექტურად მოხდეს მართვა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის განმარტებით, განსხვავებული იყო ფრინველისა და ღორის გრიპის ინფექციების პერიოდში.

"ამ ორი ვირუსის გადადება აირწვეთოვანი გზით ხდებოდა, მაშინ საჭირო იყო საზღვარზე შემომავალ ტრანსპორტს გაევლო სადეზინფექციო ბარიერი. ამ ვირუსთან დაკავშირებით სპეფიციკა განსხვავებულია, ის აირწვეთოვანი გზით არ გადადის და მხოლოდ დასნეულებულ ადამიანთა, მის ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო ფიზიკური კონტაქით გადადის, შესაბამისად არც ავტოტრანსპორტის დეზინფექცია და არც ამ ადამიანების მონიტორინგი არ არის საჭირო", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.