თბილისის საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც გიორგაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
"7 ოქტომბერს დავწერე განცხადება გადადგომის თაობაზე. ეს მხოლოდ ჩემი სურვილის გამო ხდება", - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, გადადგომის შესახებ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.
თბილისის საკრებულოში გიორგაძის გადადგომის შესახებ საკითხს დღეს განიხილავენ.