ის, რაც ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციისთვის გააკეთა, იმსახურებს შექებას!

ის, რაც ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციისთვის გააკეთა, იმსახურებს შექებას!

მსოფლიო გაერთიანებული ჭიდაობის ხელმძღვანელი ნენად ლალოვიჩი საქართველოში იმყოფება. მისი ვიზიტი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

„გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პირველად საქართველოში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი, სწორედ ლუკა კურტანიძის ავტორიტეტის, მისი პროფესიონალიზმის და სამართლიანობის დამსახურებაა", - აღნიშნავს ნენად ლალოვიჩი.

მისივე თქმით, ლუკა კურტანიძის საქმიანობა მისაბაძია ძალიან ბევრი ქვეყნის ფედერაციებისათვის.

„ის, რაც მან ამ უმოკლეს დროში გააკეთდა, ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას და ის უპრეცედენტო მასშტაბები, რაც ლუკამ ჭიდაობის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გასწია, ნამდვილად იმსახურებს შექებას, ნდობას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან", - აცხადებს ლალოვიჩი.

რაც შეეხება ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ განწყობილ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, ნენად ლალოვიჩის თქმით, მისი ჩამოსვლა საქართველოში მათთვის მკაცრი მესიჯია.