რამდენიმე დღის წინ “You Tube”-ს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა მიმდინარე წლის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვიდეოკლიპების ჩამონათვალი.
ამ სიის სათავეში ჯენიფერ ლოპესისა და Pitbull-ის ერთობლივი კომპოზიცია “On The Floor” აღმოჩნდა. ის “You Tube”-ზე მიმდინარე წლის თებერვალში განთავსდა და დღემდე 457 მილიონმა ადამიანმა ნახა.
მეორე ადგილზე დუეტი LMFAO-ს კომპოზიცია “Party Rock Anthem” გავიდა, მესამე პოზიციაზე კი მომღერალი ბრუნო მარსის “The Lazy Song” განთავსდა.
ყველაზე ნახვადი მუსიკალური ვიდეოკლიპების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. ჯენიფერ ლოპესი და Pitbull – “On The Floor”
2. LMFAO – “Party Rock Anthem”
3. ბრუნო მარსი – “The Lazy Song”
4. ნიკი მინაჟი – “Super Bass”
5. Pitbull – “Give Me Everything”
6. Pitbull – “Rain Over Me”
7. ჯესი ჯეი – “Price Tag”
8. LMFAO – “Sexy And I Know It”
9. ქეთი პერი – “E.T”
10. ქეთი პერი – “Last Friday Night (T.G.I.F.)