ელზა წიკლაური, ”რეზონანსი”
თბილისის მერიამ ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა, დამატებითი ტაბლოების დამონტაჟება კი 2012 წელს მოხდება. როგორც "კომერსანტი" წერს, თითო ტაბლოს თვითღირებულება და მონტაჟი დაახლოებით 3 ათასი ლარი დაჯდა. შესაბამისად, პროექტზე მთლიანობაში, სავარაუდოდ, 2 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა.
კონკრეტული ციფრს თუ რა დაუჯდა თბილისის მერიას ერთი ტაბლოს დამონტაჟება, საკრებულოს ოპოზიცია არ ფლობს. ოპოზიციური ფრაქციის წევრები ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მაშინ გამოითხოვეს, როცა ტაბლოების მონტაჟი დაიწყო, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. შესაბამისად, მათთვის არც ერთი ტაბლოს და მით უფრო, არც მთელი პროექტის ღირებულება არაა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. "ეს ტაბლოები ონლაინ რეჟიმში მუშაობენ და მგზავრებს აბსოლიტური სიზუსტით აწვდიან ინფორმაციას, თუ რამდენ წუთში მოვა მათთვის სასურველი ავტობუსი. ყოველივე ამას დახლოებით იგივე ეფექტი ექნება, რაც შუქნიშნებზე ციფერბლატებისა და წამმზომების დაყენებამ მოგვცა", - განაცხადა მაშინ თბილისის მერმა საკრებულოს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრი ზაზა გაბუნია გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟებას დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ მერია პრიორიტეტებს არასწორად ირჩევს.
"დედაქალაქში ელექტრონული ტაბლოების დაყენება დადებითად შეიძლება შეფასდეს. ქდმ ამას მიესალმება, რადგან ეს არის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მთავარი, რასაც ხელისუფლების და მათ შორის, თბილისის ხელისუფლების გადაწყვტილებებში ვაპროტესტებ, ვაკრიტიკებ არის ის, რომ მათი მოქმედება არ არის პრიორიტეტების მიხედვით მოტივირებული და განსაზღვრული. არასწორად მიმაჩნია 3 მლნ ლარის დახარჯვა ელექტროდაფებისთვის იმ ფონზე, როცა ჯანდაცვა სულ რაღაც 5 მილიონით გაიზარდა და ათეულ ათასობით თბილისელი მოქალაქისათვის საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომი არ არის", - განაცხადა გაბუნიამ.
"თავდაპირველად, როდესაც ტაბლოების დამონტაჟება დაიწყო, მოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა ჯდებოდა ერთის დაყენება. იმ პერიოდში პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან გვითხრეს, რომ დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს და კონკრეტულ პასუხს ვერ გაგვცემდნენ. ამ ინფორმაციის გამოთხოვას ისევ ვაპირებთ. ასევე გვაინტერესებს, თუ რა უჯდება მერიას კორპუსებში იმ ნათურების დაყენება, რომელიც ნებისმიერ მოძრაობაზე რეაგირებს, ანუ ე.წ. სენსორული ნათურები. როგორც ვიცი, ესეც მერიას ძალიან ძვირი უჯდება.
საერთოდ, ვიდრე დედაქალაქში ასეთი პროექტები დაიწყება, მერიამ ინფორმაცია საკრებულოს უნდა მიაწოდოს. საკრებულომ უნდა იმსჯელოს თუ როგორ უნდა გაკეთდეს და შემდგომ მოხდეს ამ ყველაფრის დაფინანსება. თუმცა, დედაქალაქში მერია ცალკე მუშაობს, საკრებულო კი - თავისთვის, პროექტების შეთანხმება არ ხდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" საკრებულოს ფრაქცია ქდმ-ს კიდევ ერთმა წევრმა ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ თბილისის ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა და შესაბამისად, ის ინფორმაცია, თუ რა დაჯდა ერთი ტაბლოს დამონტაჟება, უცნობია.
"სად რამდენ ლარს ხარჯავს მერია, უცნობია. თბილისის ბიუჯეტი გაუმჭირვალე და კორუფციულია, ამიტომაც არ დავუჭირეთ თბილისის 2012 წლის ბიუჯეტს მხარი. ბიუჯეტში დეტალურად არაფერი არ არის გაწერილი, შესაბამისად, არც ისაა ცნობილი, თუ რა ღირს ერთი ტაბლო და საერთოდ, რამდენს ხარჯავს მერია ამაში", - დასძინა დოლიძემ.
რიგითი მოქალაქეების მხრიდან კი ყვითელი ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით პრეტენზიების მუდმივად ისმის. თბილისელები ჩივიან, რომ ტაბლოებზე ინტერვალებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად არასწორია. გარდა დაგვიანებისა, მოსახლეობა ავტობუსების შემცირებულ რაოდენობაზეც ჩივის.
ვიდრე თბილისში ავტობუსების ხაზების შემცირება მოხდებოდა, სულ ქალაქს 906 ავტობუსი ემსახურებოდა, რაც თბილისის მერიას არც ისე ცოტა დაუჯდა. თავდაპირველად თბილისის ავტოპარკის გასაახლებლად აუცილებელი გახდა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან 5,3 მილიონი ევროს კრედიტის 8 წლით აღება, რომელიც საბოლოოდ მაინც თბილისის ბიუჯეტმა უნდა დაფაროს. საერთო ჯამში კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 906 ერთეული ავტობუსის შეძენას 64 136 352 მილიონი ლარი მოახმარა.
თბილისის მერიას "დაფის" ტიპის ერთი ავტობუსის ყიდვა 28 822 ლარი დაუჯდა, მთლიანად კი თბილისის ბიუჯეტმა ჰოლანდიურ ნახმარ ავტობუსებში 6 167 908 ლარი გადაიხადა.
უკრაინული "ბოგდანი ფფ144.5", საშუალო ტევადობის ავტობუსია და თბილისში ასეთი 150 ერთეული შემოიყვანეს. იმისათვის, რომ ავტობუსი ახალია, მერიას ერთ ასეთ ავტობუსში საკმაოდ სოლიდური თანხის - 143 344 ლარის გადახდა მოუწია, საერთო ჯამში კი - 21 501 600 ლარისა.
"ბოგდანი ფ-09201", რომელიც ასევე უკრაინული და ახალია, პატარა ტევადობისაა და ერთი ერთეულის ფასი 67 282 ლარს შეადგენს. მათი შეძენა კი თბილისის ბიუჯეტს 36 466 844 ლარი დაუჯდა.
1589
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85