საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში 6-კილომეტრიანი ველობილიკი გახსნა, რომელზეც პირველმა სწორედ მან გაისეირნა.
„აქ გზები მთლიანად დანგრეული იყო და დავაგეთ. შემდეგ დავიწყეთ წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა. ძალიან ლამაზად უნდა მოეწყოს ბულვარი და პარკები. მათი კეთილმოწყობა ხან ერთმა კერძო კომპანიამ ითავა, ხან მეორემ, მაგრამ შედეგი არ არის. ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ მათი გალამაზება. ერთი სიტყვით, მთელი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. შემოვლით გზასაც ვაკეთებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო ნაკადი, რომელიც ბათუმისკენ და საზღვრისკენ მოედინება, ქობულეთს გვერდს აუვლის. ერთი მხრივ, ხალხი ბევრად უფრო სწრაფად ჩავა ბათუმსა და სარფში, ხოლო, მეორე მხრივ, ქობულეთი განიტვირთება და გათავისუფლდება ტურიზმისთვის. განვითარების ისეთი ნახტომი, როგორიც ბათუმში იყო, რა თქმა უნდა, აქ არ ყოფილა. ახლა აქაც მსგავსი რამ მოხდება. ქობულეთს სულ სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ მალე ისეთი კურორტი გახდება, რომლითაც აუცილებლად ვიამაყებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა
731
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85