ძლიერი გუნდი

ძლიერი გუნდი

გამოჩენილმა კომპოზიტორმა ალბერტ ლორცინგმა გაიგო, რომ ერთ-ერთი მისი ოპერა დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ერთი პატარა პროვინციული ქალაქის თეატრში.

 

მიუხედავად საავტორო უფლებების დარღვევისა, კომპოზიტორს ესიამოვნა მისი ოპერის ასეთი პოპულარობა. იგი ეწვია თეატრს, მაგრამ დირიჟორთან პირველივე საუბრის შემდეგ, კომპოზიტორს სიხარული გაუქრა. აღმოჩნდა რომ თეატრის გუნდი შედგებოდა ოთხი კაცისაგან. მაგრამ ის ხომ ზუსტად იყოფა ორ პარტიად!

 

- არა, ეს შუძლებელია, - ლორცინგი თმებს იგლეჯდა, - გუნდის ოთხი მომღერალი! და ისიც ოთხი ვალტორნის. ორი ბუკის, სამი ტრომბონის, დაფდაფის, დასარტყმელი, სიმებიანი და ხის ჩასაბერ საკრავთა თანხლებით. არა, სრულიად შეუძლებელია!

 

- თქვენ მართალი არ ბრძანდებით, - ამშვიდებდა მას დირიჟორი, - ჯერ ერთი, ზუსტად არ ასახელებთ ორკესტრის შემადგენლობას და...

 

- და რა? – ამოიკვნესა საცოდავმა კომპოზიტორმა.

 

- და მეორეც ის, რომ ჩვენი მაყურებელი იმდენად კარგად იცნობს და უყვარს თქვენი ოპერა, რომ მსახიობებთან ერთად ასრულებს ყველა გუნდს.