პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ გაეროს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ გაეროს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მარგველაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური მდივნის პან გი- მონის პირადი მიწვევით გაემგზავრება.

სამიტზე მსოფლიო ლიდერები განიხილავენ გაეროს ჩარჩო-კონვენციას კლიმატის ცვლილებების შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტმა სამიტში მონაწილეობა დაადასტურა, რის შესახებაც ოფიციალურად ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რამდენიმე საათით ადრე პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც 22 სექტემბერს ნიუ–იორკში საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მიემგზავრება და 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ასევე, პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი სექტემბერში ნიუ-იორკში, მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაში - „First Ladies Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health“ - მიიღებს მონაწილეობას.