“U2” ყველაზე წარმატებულია

“U2” ყველაზე წარმატებულია

გუშინ გამოცემამ “New Musical Express” გამოაქვეყნა იმ მუსიკოსებისა და ჯგუფების ჩამონათვალი, რომლებმაც 2011 წელს ჩატარებული კონცერტებით ყველაზე მეტი შემოსავალი დააგროვეს.

 

ამ სიის სათავეში ირლანდიური ჯგუფი “U2” მოექცა. ბონომ და მისმა კოლეგებმა მიმდინარე წელს 293 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. მათ კონცერტებს სამი მილიონი ადამიანი დაესწრო.

 

მეორე ადგილზე ჯგუფი “Bon Jovi” გავიდა. მსოფლიო საგასტროლო ტურნეს მიმდინარეობისას ისინი სცენაზე 68-ჯერ გავიდნენ. “Bon Jovi” 192 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

 

მესამე პოზიციაზე ბრიტანული “Take That” აღმოჩნდა. 2010 წელს გამოშვებული ალბომის “Progress”-ის მხარდასაჭერად, მუსიკოსებმა ევროპის კონტინენტზე 29 კონცერტი ჩაატარეს. ჯგუფმა 185 მილიონი დოლარი დააგროვა.

 

“NME”-ს მტკიცებით, 2011 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსებისა და ჯგუფების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. U2 - 293 მილიონი დოლარი

 

2. Bon Jovi – 192

 

3. Take That – 185

 

4. Roger Waters – 149

 

5. ტეილორ სვიფტი – 97

 

6. Kenny Chesney – 84

 

7. აშერი – 74

 

8. ლედი გაგა – 71

 

9. Andre Rieu – 67

 

10. Sade - 53