გუშინ მუსიკალურმა არხმა “MTV” 2011 წლის საკეთესო მუსიკოს შემსრულებლების ვინაობა დაასახელა.
მიმდინარე წლის საუკეთესო მომღერლად ამერიკელი ქეთი პერი აღიარეს. ამ ქალბატონმა გამოკითხვაში ნიკი მინაჟს, ლედი გაგას, ადელსა და ბეიონსეს გაუსწრო.
წლის საუკეთესო კომპოზიციად ბრიტანელი მომღერალი ადელის “Rolling in the Deep” დაასახელეს. ამ კომპოზიციამ ნიკი მინაჟის “Super Bass”-სა და რიანას “We Found Love”-ს აჯობა.
საუკეთესოთა შორის მოხვდა მუსიკოს-შემსრულებელი Skrillex. საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი “გრემის” ერთდროულად ხუთ ნომინაციაზეა წარდგენილი.
2011 წლის საუკეთესო მუსიკალურ ღონისძიებად ჯგუფი “30 Seconds to Mars”-ის მიერ ჩატარებული კონცერტი “Hurricane” აღიარეს.