უკრაინის საკითხზე ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

უკრაინის საკითხზე ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

დღეს უკრაინის კრიზისზე ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, სხდომის სასწრაფოდ მოწვევის მიზეზი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გახდა. 
გუშინ ასევე გაიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, ხოლო შვეიცარიამ, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა მოიწვია.

28 აგვისტოს დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ეს ფაქტი უკრაინაში რუსეთის შეჭრად შეფასდა.