censor.net-ის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამბობენ, რომ მათ ოდესამდე ჩასვლა აქვთ ნაბრძანები. როგორც ინტერნეტ-გამოცემა წერს , ამის შესახებ Эспресо.TV-ს რუსული ჯარის მიერ ოკუპირებული ნოვოაზოვსკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა.
წყაროს ცნობით, რუსი სამხედროები ცდილობენ დაამშვიდონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ არ აპირებენ მათ ესროლონ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ მიიღეს მარიუპოლის დაკავების და შემდეგ ოდესამდე ჩასვლის გეგმა.
უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.