“Placebo”-ს ახალი ალბომი

“Placebo”-ს ახალი ალბომი

გამოცემა “New Musical Express”-ის ინფორმაციით, ბრიტანულმა ჯგუფმა “Placebo” ახალი ალბომი გამოუშვა. მისი სახელწოდებაა “Live At Angkor Wat”.

 

ალბომში წარმოდგენილია ის კომპოზიციები, რომელიც ჯგუფმა კამბოჯის ანგკორ-ბატის ტაძარში გამართული კონცერტის დროს შეასრულა. ეს ღონისძიება 2008 წლის დეკემბერში ჩატარდა.

 

2009 წელს ჯგუფმა სტუდიური ჩანაწერი “Battle Of The Sun” გამოსცა. ამ ალბომის რეკლამის მიზნით, “Placebo” 2008 წელს მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა. ანგკორ-ბატის ტაძარში ჩატარებული კონცერტი ამ ტურში პირველი აღმოჩნდა.

 

ბრიტანელი როკ-მუსიკოსების ახალი ნამუშევარი წარმოადგენს CD დისკსა და სპეციალურ ათგვერდიან ალბომს, რომელზეც კამბოჯაში გამართული კონცერტის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი.

 

ჯგუფის წევრების ინფორმაციით, 2012 წლის თებერვალში “Placebo” ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობას შეუდგება.