ხურვალეთიდან გატაცებული სამი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი

ხურვალეთიდან გატაცებული სამი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი

ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ გატაცებული მამა-შვილი ავთანდილ და შოთა აწკარუნაშვილები და ილია კუდუხაშვილი ცხინვალის იზოლატორში ყავთ გადაყვანილი , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს მუშაობს და გაფრთხილებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

"ჩვენ მყისვე ჩავერთეთ ამაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაფრთხილებულია. დღესდღეობით ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი. ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს ვიყენებთ", - აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ ხურვალეთიდან 22 აგვისტოს გაიტაცეს.