რამდენიმე დღის წინ ჯგუფი “Smashing Pumpkins”-ის ლიდერმა ბილი კორგანმა განაცხადა, რომ ერთი აუხდენელი ოცნება გააჩნია. მუსიკოსის მტკიცებით, მას მიუზიკლის დაწერა სურს.
კორგანს ეს სურვილი დიდი ხანია რაც აწუხებს, მაგრამ ჯგუფის საქმეების გამო თავისუფალი დროის გამონახვა ძალიან უჭირს.
“საკუთარი თავი ჩინებულ კომპოზიტორად მიმაჩნია. ამის გამო შესაძლებლობების ჩვენება მონათესავე ჟანრში მსურს. დარწმუნებული გახლავართ, რომ ადრე თუ გვიან რომელიმე მიუზიკლისათვის მელოდიას შევქმნი. რასაკვირველია ის ჩემი ადრინდელი კომპოზიციებისაგან სრულიად განსხვავებული იქნება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ბროდვეიზე ახალ მიუზიკლს იხილავთ, რომლის ავტორიც ბილი კორგანი იქნება”. – განაცხადა მუსიკოსმა.
ჯგუფი “Smashing Pumpkins” ამჟამად რიგით მეცხრე სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობას ასრულებს. მისი სახელწოდებაა “Oceania”.
ამ ნამუშევარს დღის სინათლე ერთი თვის წინ უნდა ეხილა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მისი გამოცემა 2012 წლის აპრილამდე გადაიდო.