ელის კუპერი ეკრანზე

ელის კუპერი ეკრანზე

ცნობილი კანადელი რეჟისორი სემ დინი ახალი დოკუმენტური სურათის გადაღებას შეუდგა. ამ ფილმის მთავარი გმირი პოპულარული როკ-მომღერალი ელის კუპერია.

 

დინის ინფორმაციით, ეს ნამუშევარი მომღერლის მთელ ცხოვრებას ასახავს და მასში დღემდე უცნობი ვიდეოარქივი იქნება გამოყენებული.

 

“ელის კუპერი საინტერესო პიროვნებაა. მან ბობოქარი ცხოვრება გაირა. ჰქონდა წარმატებები, მაგრამ ცუდიც მრავალი უნახავს. წინა საუკუნის 70-იან წლებში კუპერმა პოპ-მუსიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამ სურათში მხოლოდ საარქივო ჩანაწერებს გამოვიყენებთ”, - გაანცხადა სემ დინმა.

 

დოკუმენტური სურათი ელის კუპერის ბავშვობის წლებიდან დაიწყება და მისი ცხოვრების თითოეულ ნიუანს დაწვრილებით შეეხება.

 

ფილმის პრემიერა 2012 წლის ტორონტოს კინოფესტივალის დღეებში გაიმართება.

 

სემ დინს თავის დროზე გადაუღია სერიალი “მეტალისტის მოგზაურობა”, დოკუმენტური ფილმები “Metal Evolution” და “Iron Maiden: Flight 666”.