ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, გუშინ ცნობილმა ჯგუფმა “Metallica” ახალი მინი-ალბომი გამოსცა.
მისი სახელწოდებაა “Beyond Magnetic” და შემდეგი ოთხი კომპოზიციისაგან შედგება: “Hate Train”, “Just A Bullet Away”, “Hell And Back” და “Rebel Of Babylon”.
ამ დისკზე განთავსებული კომპოზიციები რამდენიმე თვის წინ ალბომისათვის “Death Magnetic” ჩაიწერა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ნამუშევარში არ განთავსდა.
წინა კვირას ჯგუფს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, “Metallica”-ს წევრებმა ქალაქ სან-ფრანცისკოში ოთხი კონცერტი ჩაატარეს.
მომავალი წლის ზაფხულში “Metallica” ევროპის ქვეყნებში საგასტროლო ტურნეს გამართავს. მუსიკოსები ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობის დაწყებასაც გეგმავენ.