ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ “Billboard” მიმდინარე წლის საუკეთესო მუსიკოს-შემსრულებლები დაასახელა. ამ ჩამონათვალის სათავეში 2011 წლის უპირობო ლიდერი, ბრიტანელი მომღერალი ადელი მოექცა.
საუკეთესო მომღერლების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. ადელი
2. რიანა
3. ქეთი პერი
4. ლედი გაგა
5. ლილ უეინი
6. ბრუნო მარსი
7. ნიკი მინაჟი
8. ტეილორ სვიფტი
9. ჯასტინ ბიბერი
10. კრის ბრაუნი
ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელის ალბომი “21” მიმდინარე წლის საუკეთესო ნამუშევარია, ამ დისკში განთავსებული “Rolling In The Deep” კი 2011 წლის საუკეთესო კომპოზიცია.
საინტერესოა, რომ ადელი გახდა პირველი მუსიკოსი ქალი რომელიც “Billboard”-ის არსებობის ისტორიაში ერთდროულად სამი ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა.