მიხეილ სააკაშვილი დღეს გაეროში სიტყვით გამოვა

მიხეილ სააკაშვილი დღეს გაეროში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, გაეროს გენერალურ ასამბლეის 68-ზე სესიაზე სიტყვით წარსდგება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას განცხადებით, 23-27 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პარტნიორ სახელმწიფოებთან და გაეროს ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

გაეროს გენერალური ასაბლეის 68-ე სესიის პარალელურად დღეს, ნიუ-იორკში გაიმართება მაია ფანჯიკიძის ტრადიციული, არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრას ასევე დაესწრება ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი.

შეხვედრაზე ძირითადად ყურადღება გამახვილდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორების ვინიუსის სამიტისათვის დასახულ მიზნებსა და სამიტის შემდგომ პერსპექტივებზე.

26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის პარალელურად დაგეგმილია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომიის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის გახსნსის ფარგლებში 26 სექტემბერს გაიმართება დემოკრატიისა და ეკონიმიკური განვითარების ორგანიზაცია სუამის, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და სუამი აშშ-ის ფორმატის მაღალი დონის შეხვედრა.