დღეს თოვაა მოსალოდნელი

დღეს თოვაა მოსალოდნელი

25 სექტემბერს მაღალმთიან რეგიონებში თოვაა მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა მცირე ნალექი თოვლის სახით მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

მისივე განცხადებით, 25 სექტემბერს საქართველოს მთელეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.

,,მაღალმთიან რაიონებში მცირე თოვაა მოსალოდნელი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე ველოდებით წვიმას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიორაძემ.

მისივე განცხადებით, 25 სექტემბერს ტემპერატურა შედარებით დაეცემა, ხოლო 26 სექტემბრიდან შედარებით გამოიდარებს.

,,დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 18-19 გრადუსამდე შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 20-21 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ნიორაძემ.