დავით უსუფაშვილი სხვა თანამდებობაზე გადასვლის კონკრეტულ საფუძვლებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს

დავით უსუფაშვილი სხვა თანამდებობაზე გადასვლის კონკრეტულ საფუძვლებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარე სხვა თანამდებობაზე გადასვლის კონკრეტულ საფუძვლებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც დაუსვეს კითხვა, ხომ არ განიხილება მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

უსუფაშვილის განმარტებით, მისი, ისევე, როგორც ბევრი სხვა პოლიტიკოსის კანდიდატურა შესაძლოა, ნებისმიერ პოსტზე განიხილებოდეს, თუმცა დღეს ამაზე საუბრის კონკრეტული საფუძვლები არ არსებობს.

"ჩემი კანდიდატურა, ისევე, როგორც სხვა 100 ან 200 პოლიტიკოსის კანდიდატურა, შესაძლოა ნებისმიერ პოსტზე განიხილებოდეს. არანაირი კონკრეტული საფუძველი იმისა, რომ მე რაიმე სხვა საქმეს მოვკიდო ხელი, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებ, არ არსებობს. ჯერ ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. თუ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდგომ რეალურად გადადგამს იმ ნაბიჯს, რაზეც საუბრობს, აქ ჩაერთვება კონსტიტუციური მექანიზმები",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.