"ჩემს მთავარ მიზნად ვხედავ, 5 წელიწადში სამართავად ევროპული ქვეყანა დაგიტოვოთ"

ამის შესახებ პრეზიდენტოპბის კანიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის პარკში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ჩემი კარიერა დაკავშირებული იყო უნივერსიტეტთან და სტუდენტებთან. ახლა, როდესაც ვფიქრობ მომავალზე, რა უნდა გაკეთდეს, ბუნებრივია, ჩემი დამოკიდებულება, ხედვა დაკავშირებულია სტუდენტობასთან, რასაც ჰქვია განათლებისა და მეცნიერების სისტემა. მე მინდა, გითხრათ, რას ვხედავ ჩემს მთავარ საქმიანობად. რას ვხედავ ჩემს მომავალ ვალდებულებად. ძირითადად, მთავარ მიზნად ვხედავ, რომ რეალურად 5 წელიწადში სამართავათ ევროპული ქვეყანა დაგიტოვოთ ეს არის რა ვალდებულებასაც ვხედავ. ამ ვალდებულების განხორციელებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასდგმელი. პირველი ეს არის ვალდებულების აღება იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. სტუდენტობა დღეს არის აქტიური, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რეალურად ახალი სახელმწიფო სტუდენტობამ უნდა შეიქმნას. მათ არამხოლოდ უნდა აკონტროლონ ხელისუიფლება, არამედ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ქვეყანა უნდა გადაიბარონ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, "ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოებაში გადავა, ამ პროცესებში აქტიური პარტნიორი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არ იყოს მარტო, მისი პოზიცია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ უნდა იყოს ატაცებული."

"ჩვენი და თქვენი მომავალი უნდა დაინახოთ ამ ქვეყანაში. დღეს არის სხვა ვითარება, ნიჭიერი ადამიანი ქვეყნის გარეთ გასვლას გეგმავს. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ გასვლა კარგია, რამდენიმე წლის უცხოეთში გატარება და კარგი არის იქ განათლების მიღება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იყოს დაბრუნების ემოცია. იყოს იმის ემოცია, რომ ის ნიჭი, რომელიც ადამიანშია, ისევ ამ ქვეყანას მოხმარდეს. ჩემი აზრით, რაღაც პერიოდი ორიენტირი სხვა ქვეყანაზე ავიღეთ და იმის შეგრძნება დავკარგეთ, როგორი უნიკალური ქვეყანა არის ჩვენს ხელთ. არ შეიძლება, ეს იყოს უბრალო პასიური დაბრუნება, რეალური მართვის ბერკეტები უნდა გადმოვიდეს იმ ხალხის ხელში, ვინც პროაქტიურად ჩაიბარებს და აიღებს ახალი ქვეყნის შექმნის ვალდებულებას. ამ თვალსაზრისით ჩავერთე მე პოლიტიკურ პროცესში პრემიერმთან ერთად. ჩავერთე, იმიტომ რომ ერთიანი ხედვა გაგვაჩნია იმისა, თუ რა უნდა იყოს ახალი საქართველო. ახალი საქართველო კი არის ევროპული ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკა ხელს კი არ უშლის ქვეყნის განვითარებას, არამედ ახალი ქვეყანა ნიშნავს, იმას რომ საზოგადოების თითოეული სეგმენტი ვითარდება და ამავე დროს, პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა მიმდინარე პროცესს", – განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა