აბანოთუბანსა და ლეღვთახევში

აბანოთუბანსა და ლეღვთახევში "კრწანისობა" აღნიშნეს

"კრწანისობის" ფარგლებში, დღეს აბანოთუბანსა და ლეღვთახევში ღონისძიებები გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აბანოთუბანსა და ლეღვთახევში ბავშვთა ნახატების გამოფენა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა შესრულებით კონცერტები მოეწყო. სახალხო დღესასწაულს თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და ადგილობრივებს გაესაუბრა.

"24 სექტემბერს 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 2002 წელს 300 არაგველის ბაღში კრწანისის ომში დაღუპული მეომრების სამარხები აღმოაჩინეს. მას შემდეგ "კრწანისობა" სიმბოლურად ყოველწილურად აღინიშნება", _ აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.