"ქართული საგანმანათლებლო სისტემა ევროპული პროცესის აქტიური თანამონაწილე უნდა გახდეს"

ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს პროცესი 10 წლის წინ, ბოლონიის პროცესთან მიერთებით დაიწყო, რომელიც დღესაც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი.

"იმისთვის, რომ ჩვენ უფრო აქტიურები გავხდეთ ამ პროცესში, შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ფაქიზად და მოზომილად მივდივართ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ პროცესის აქტიური თანამონაწილეები და სულისჩამდგმელები იქნებით. მე ამის იმედს მაძლევს ჩემი წინა გამოცდილებაც და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამჟამინდელი მესვეურების სრული მოწოდება იმისთვის, რომ მოემსახურონ განათლების სისტემის ხარისხობრივ ზრდას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.