პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებით, მშობიარობის შემთხვევაში ხელფასიანი და უხელფასო შვებულების დღეები 126-დან 186 დღემდე გაიზრდება, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში, შვებულება 140 დღის ნაცვლად 200 კალენდარული დღით განისაზღვრება.
"კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება", - აცხადებს ხუნდაძე.