როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, პარტიებს სანქციები სხვადასხვა ფინანსური დარღვევის აღმოჩენის გამო დაეკისრა.
აზნაურაშვილის ინფორმაციით, დაჯარიმებული პარტიებია: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "სამართლიანი საქართველოსთვის", "ევროპელი დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები" და "კომუნისტური პარტია".
ყველაზე სოლიდური სანქცია – 5000 ლარი სასამართლომ "კომუნისტურ პარტიას" ფინანსების დამალვის გამო დააკისრა. "ახალი მემარჯვენეები" კი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.