თბილისის მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების ახალი ეტაპი იწყება

თბილისის მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების ახალი ეტაპი იწყება

თბილისის მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟების ახალი ეტაპი იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს, მიკროავტობუსებში კამერების დამონტაჟების პროცესი ხვალ დიდ დიღომში მდებარე ავტოპარკიდან განახლდება. ამ პროცესს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი დავით ასანიძე დაესწრება.

ამ მომენტისთვის ვიდეოკამერები ქალაქში მოძრავ მხოლოდ 70-მდე მიკროავტობუსშია დამონტაჟებული.