ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობის ერთი წლის შედეგებს შეაჯამებს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მუშაობის ერთი წლის შედეგებს შეაჯამებს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ხვალ, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მუშაობის ერთი წლის შედეგებს შეაჯამებს. პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კომიტეტის მიერ შესრულებული მუშაობის ანგარიშს წარადგენს. მიწვეული სტუმრები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან კომიტეტთან თანამშრომლობის შედეგებს და ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს შეაჯამებენ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. 

სხდომაზე მიწვეულნი არიან: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
ღონისძიება ორგანიზებულია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.