აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი საქართველოს არმიის ვიცე-პოლკოვნიკს ალექსანდრე ტუღუშს შეხვდა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ავღანეთის საომარი ოპერაციისას მძიმედ დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ნორლანდმა საელჩოში მიიღო.
ვიცე–პოლკოვნიკმა და ელჩმა იმის შესახებ ისაუბრეს, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დაშავებული ჯარისკაცების მხარდასაჭერად;
"ვიცე–პოლკოვნიკმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს, როგორ უნდა შეძლოს საქართველომ უფრო მეტის გაკეთება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად სამოქალაქო სექტორში", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.