სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (28 სექტემბერი) 25 სექტემბრიდან ატარებს ძაღლებისა და კატების ცოფის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის კვირეულს.
ვაქცინაცია უფასოა. ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველების დაკბენით, დაკაწვრით ან დადორბვლით. ცოფით ავადდება ადამიანიც.
ცხოველების დასაცავად აუცილებელია მათი ყოველწლიური ვაქცინაცია.