გიორგი მარგველაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ დელეგაციას შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ დელეგაციას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრალურ ოფისში „ევროპის სახალხო პარტიის“ დელეგაცია (EPP) მიიღო. მხარეებმა 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს , ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპელ პარტნიორებთან დიცში არსებული ვითარებაზეც ისაუბრა:

„დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი ჩვენს იმედს, რომ ევროპელი პარტნიორები იქნებიან უაღრესად აქტიურები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ დიცში და სხვა საზღვრისპირა რეგიონებში. ასევე ვისაუბრეთ ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ, რაც იქ მცხოვრებლებს ექმნებათ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შეხვედრაზე გავცვალეთ პოზიციები და შევთანხმდით რომ მომავალშიც გვექნება ინტენსიური დიალოგი,“-განაცხადა მარგველაშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტის გუნარ ჰოკმარკის განცხადებით შეხვედრაზე მხარეებმა თემები ორი მიმართულებით განიხილეს : „ჩვენთვისმნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ყოველთვის მივესალმებით და ვხედავთ საქართველოს, როგორც ფართო ევროპული საზოგადოების ნაწილს.მეორე, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება, იმის თაობაზე თუ როგორ ხდება მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში. ასევე წამოვწიეთ ჩვენთვისსაინტერესო სხვა საკითხებიც. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი წუხილი არ უნდა იყოს აღქმული დაბრკოლებად, რადგან გვინდა რომ საქართველოშინებისმიერმა ხელისუფლებამ აიცილოს თავიდან მსგავსი პრობლემები. გვსურს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი საზოგადოების ქვეყანა, სადაც არსებობსკანონის უზენაესობა და სწორედ ამიტომ ჩვენ წინ ვწევთ ამ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ მოუსმინოს დაგაითვალისწინოს მათი საერთაშორისო მეგობრების რჩევები.“

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ცენტრალურ ოფისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR)სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მატეო მეკაჩი მიიღო.