შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

24 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მონაწილეებს ცესკოში მიმდინარე აქტივობებს გააცნობს. ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი კი არჩევნების წინასწარი შედეგების ელექტრონული დათვლის საპილოტე პროგრამას წარადგენს, რომლის პილოტირებაც 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებზე 20 საარჩევნო უბანზეა დაგეგმილი.

სამუშაო შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება.