ვანო მერაბიშვილს ევროპარლამენტარები მოინახულებენ

ვანო მერაბიშვილს ევროპარლამენტარები მოინახულებენ

ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში დღეს ევროპარლამენტარები მოინახულებენ. ვანო მერაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , წინასწარ პატიმრობაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წარმომადგენლები - გუნარ ჰოკმარკი, კრჟიშტოფ ლისეკი, ტრაიან უნგურეანუ, ლაიმა ანდრიკიენე და ინესე ვაიდერე შევლენ.

ევროპარლამენტარებს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში 14:30 საათისთვის ელოდებიან.