დვანის რამდენიმე მცხოვრებს მათი კუთვნილი სათავსოების დაცლას სთხოვენ

დვანის რამდენიმე მცხოვრებს მათი კუთვნილი სათავსოების დაცლას სთხოვენ

სოფელ დვანის რამდენიმე მცხოვრებს მათი კუთვნილი სათავსოების დაცლას სთხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ დვანში მცხოვრებმა, ზაალ ახალკაცმა აცნობა , გუშინ ერთ-ერთმა ოსმა მოქალაქემ მათ უთხრა, რომ საზღვრის განაპირას რამდენიმე სახლი უნდა დაეცალათ, რადგან ეს სახლები ისედაც ოსების მხარეს მოხვდებოდა.

"გუშინმ შუადღეზე ოსი მოსახლე გადმოვიდა, დაგვიბარა და გვითხრა, დაცალეთ ორ დღეში, საზღვარი გადმოიწევს და ვერაფერს წაიღებთო. ისინიც ცლიან უკვე, რა გააკეთონ?", - განაცხადა ზაალ ახალკაცმა.

მისივე ინფორმაციით, სოფლის განაპირა მხარეს 2008 წლის ომის დროს დაზიანებული რამდენიმე სახლი დგას, დამწვარი სახლი, თუმცა სახლის პატრონები ამ სახლებს უვლიან, იქ აქვთ სათავსოები, თუმცა იძულებული გახდებიან, ეს სახლებიც დაცალონ.