რუსმა სამხედროებმა დვანში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

რუსმა სამხედროებმა დვანში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები კვლავ განაახლეს. ამ წუთებში აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებიან ქართველი სამართლადმცავებიც , ასევე დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაზა კოპაძე. მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად, დვანელების საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწის ფართობი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა და რამდენიმე ოჯახი მიწის გარეშე დარჩება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ დვანთან დღეს არ გამოჩენილან.