ირაკლი ალასანია: საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები გამოცდაა და ჩვენ მას უნდა გავუძლოთ

ირაკლი ალასანია: საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები გამოცდაა და ჩვენ მას უნდა გავუძლოთ

„ეს არის გამოცდა, ქართული ხელისუფლების პოლიტიკური ნების რუსეთის ფედერაციის მხრიდან", _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საოკუოაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ამ გამოცდას ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს.

„ეს არის გამოცდა, ქართული ხელისუფლების პოლიტიკური ნების რუსეთის ფედერაციის მხრიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოცდას სწორად გავივლით.

მთავარია საერთაშორისო თანამეგობრობა გვყავს ჩართული, ინფორმირებული და მათი რეაქციები ჩვენი ძალისხმევა იმ შედეგს მოიტანს, რომ ესკალაცია რეგიონში არ მოხდება", _ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.