აშშ-ში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა სამოქალაქო სამიტში მონაწილეობა მიიღო, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის დასასრულს ბარაკ ობამას თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
„მე ჩემს საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებ და თქვენთვის დიდი მადლობა მინდოდა გადამეხადა იმ თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტთან საუბრისას.
„თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული და რეფორმირებული საქართველოს სახით", _ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.