საქართველოში დაპატიმრებულმა ნავთობმოვაჭრემ და მისმა კოლეგამ პრეზიდენტისგან შეწყალება და ისრაელში დაბრუნების უფლება მოიპოვეს "Bloomberg"
2010 წელს, ნავთობით მოვაჭრე რონი ფუქსი შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში საქართველოს მთავრობის მიწვევით გაემგზავრა. ისრალელეი ფინანსიტი ფიქრობდა, რომ ვიზიტი $100 მილიონიანი კომერციული დაპირისპირების გადაწყვეტით დასრულდებოდა – დავის, რომელსაც ის ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან 15 წლის განმავლობაში აწარმოებდა. დავა გადაწყვეტილია, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ფუქსი იმედოვნებდა.
ჩვეულებრივ კომპრომისზე მოლაპარაკების ნაცვლად, ქართველებმა ფუქსი და მისი ისრალელი კოლეგა ზეევ ფრენკელი ციხეში ჩააგდეს და უფრო ადრინდელი შეხვედრის დროს, სტამბულის მდიდრული სასტუმროს ნომერში, ქართველი ჩინოვნიკისთვის ქრთამის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. საქართველოს აგენტები ჩუმად ვიდეო ფირზე იწერდნენ სუფრასთან შეკრების კადრებს, რომლის დროსაც ფუქსი დათანხმდა ჩინოვნიკებისთვის 7 მილიონი დოლარის არაოფიციალურად დაბრუნებას. ფუქსი და ფრენკელი ამტკიცებდნენ, რომ ისინი ქართველების მიერ დაგეგმილი სქემით ხაფანგში შეიტყუეს, რათა გაეუქმებინათ ან შეემცირებინათ სახელმწიფო ვალი ფუქსის მიმართ, რომელიც საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში ნავთობსადენთან დაკავშირებული მისი ინტერესების გაუქმებას უკავშირდებოდა.
2011 წლის აპრილში, ფუქსი და ფრენკელი თბილისის სასამართლო დარბაზში დამნაშავეებდაც ცნეს და ერთს შვიდი, მეორეს კი ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამ საქმეს საქართველოს საკვანძო პარტნიორის, ისრაელის მხრიდან დიპლომატიური პროტესტი მოჰყვა და მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბიზნესის წარმოების საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია.
კულისებში მოლაპარაკაბები მაშინაც გრძელდებოდა, როდესაც ფუქსის ადვოკატები და ქართველი ჩინოვნიკები საჯაროდ ამტკიცებდნენ, რომ პოზიციებს არ დათმობდნენ. 2 დეკემბერს, საქართველომ რეზოლუციის შესახებ განაცხადა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა 61 წლის ფუქსი და 65 წლის ფრენკელი იმ შეთანხმების საფუძველზე, რამაც მათ გადაუდებლად ისრაელში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. საქართველოს მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ფუქსს დავის მოსაგვარებლად დაახლოებით 37 მილიონ დოლარს გადაუხდის.
„ისრაელის მთავრობის, ისევე როგორც პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნით, ასევე გასამართლებულთა ასაკისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტმა მათი შეწყალება გადაწყვიტა“, – უთხრა ჟურნალისტებს 2 დეკემბერს სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
ფუქსის მთავარმა ქართველმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა, ეს ცნობა დაადასტურა. „ფინანსური დავა დასრულებულია“, – მოგვწერა ადვოკატმა ელექტრონული ფოსტით. „საქართველო დათანხმდა 37 მილიონი დოლარის გადახდაზე, და [ფუქსმა] ეს გაიზიარა“. კბილაშვილმა განაცხადა, რომ ის ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ გასცემს, რადგან საქართველოს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმება კონფიდენციალურია. ფუქსი თელავივში იმ დღესვე ჩაფრინდა, როგორც კი მიღწეული შეთანხმების შესახებ გამოცხადდა. „შესანიშნავი გრძნობაა დაბრუნება“, თქვა მან, ისრაელური გაზეთის Haaretz-ის თანახმად. „შეწყალება წამყვანი ისრაელელი დიპლომატების შუამავლობის შედეგია, ისევე როგორც, თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის ძალისხმევის“, – დასძენს Haaretz-ი. ლიბერმანის სპიკერმა, გავრცელებულ განცხადებაში თავისი ქართველი კოლეგა ისრაელში, დაზიანებული ურთიერთობების აღსადგენად მიიწვია.
ფუქსის ქართული შეთანხმებები 1990-იანი წლების დასაწყისით თარიღდება, როდესაც მან და მისმა ბერძენმა პარტნიორმა იოანის კარდასოპოლუსმა საქართველოს გავლით ნავთობსადენის მშენებლობის უფლება მოიპოვეს. 2010 წლის მარტში ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობას ფუქსის და კარდასოპოლუსის 98 მილიონი დოლარი მართებს, ამასთანავე პროცენტი 1990-იანების შუა წლებში ნავთობის კონცესიის ექსპროპრიაციიდან. გარიგება დაეხმარა საქართველოს თავი აერიდებინა ფუქსთან მისი შეთანხმების შემდგომი დამატებითი განხილვისთვის საარბიტრაჟო წესით, რაც ამ თვეში იგეგმებოდა.
საინფორმაციო პორტალ Civil Georgia-ს თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თინა ბურჯალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვალდებულება 110 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ბურჯალიანმა, შესაძლოა ირიბად ნათელი მოჰფინა მისი მთავრობის მოტივაციას, როდესაც დასძინა, რომ, რომ ამ პრობლემის მოგვარება საქართველოს „დაახლოებით 70 მილიონი დოლარის დაზოგვაში“ დაეხმარა.
შედეგი: სასამართლოს წესით საქართველოს მთავრობისგან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოთხოვნა ფუქსისთვის შეთანხმებით და თავისუფლებით დასრულდა.
foreignpress.ge
824
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85