სოფელ დვაბზუს ორ სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია მოხდა

სოფელ დვაბზუს ორ სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია მოხდა

ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუს ორ სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა განუცხადა , რამდენიმე წუთის წინ, ცხელ ხაზ 112-ზე შეტყობინება შევიდა, სოფელ დვაბზუს სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ. მისივე თქმით, ვინაიდან, დვაბზუში ორი სკოლაა, ამიტომ ორივე სკოლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ჩიტაიშვილის ინფორმაციით, სკოლებთან სამართალდამცავები იმყოფებიან და მალე განმაღმველიც მივლენ.