დიცში რუსმა სამხედროებმა ე.წ.სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

დიცში რუსმა სამხედროებმა ე.წ.სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ე.წ.სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების წარმოება გააგრძელეს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად ,ლითონის ბადე, ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის, ბერუაშვილის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გადის. 

როგროც ადგილობრივები ამბობენ, სამი საცხოვრებელი სახლი, რომელთაც ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცევა ემუქრებოდა, აღარ აღმოჩნდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ამასთან, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ჯერ არ იციან, ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, რომელ ტერიტორიაზე მოექცევა დიცის სასაფლაო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადგილას ადგილობრივები უკვე ვეღარ მიდიან. რუსი სამხედროები სასაფლაოს მიმართულებით, ადგილობრივებს გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევენ. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის მონიტორები.