მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს კაბინეტიდან გამოვიდეს

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს კაბინეტიდან გამოვიდეს

ბიძინა ივანიშვილი 5 წლის წინანდელ ამბებში იქექება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა "იქექოს" რამდენიც უნდა, მაგრამ დაანებოს თავი პროექტების გაჩერებას. 

"მთავრობა აკეთებს წარმოუდგენელ კატასტროფას. შეაჩერა ბათუმის უნივერსიტეტი, შეაჩერეს შემოვლითი რკინიგზა, შეაჩერეს ლაზიკა. რა სულისშემძვრელ დოკუმენტებზე ლაპარაკობს? პრემიერ-მინისტრი იქექება 5 წლის წინანდელ ამბებში და კაცმა არ იცის რაში, როდესაც მისი ხელით ინგრევა საქართველო. ამაზე არ უნდა ამოვიღოთ ხმა და წარსული უნდა ვქექოთ მუდმივად? იქექოს რამდენიც უნდა, მაგრამ დაანებოს თავი ახლანდელი პროექტების გაჩერებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, სააკაშვილი მოუწოდებს ივანიშვილს, რომ სანამ პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, ერთხელ მაინც გამოვიდეს კაბინეტიდან.