ზურაბ აბაშიძე:  რთულია დაიჯერო, რომ ვითარების დაძაბვა სპეციალურად არ ხდება

ზურაბ აბაშიძე: რთულია დაიჯერო, რომ ვითარების დაძაბვა სპეციალურად არ ხდება

ჩემსა და კარასინს შორის შეხვედრების წინ ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ საზღვარზე ვითარება იძაბება, - ამის შესახებ პრაღაში გამგზავრებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძის თქმით, ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს სპეციალურად არ ხდება. 

"შეხვედრაზე განვიხილავთ სავაჭრო კავშირების აღდგენას, სატრანსპორტო კავშირების აღდგენას და ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო შეხვედრების წინ ასე იძაბება ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე, ცხინვალის რეგიონთან. იქ ყოველთვის რთული ვითარებაა, მაგრამ ასე ხაზგასმით ჩვენი შეხვედრის წინ ხდება. ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს სპეციალურად არ ხდება", - განაცხადა აბაშიძემ.

ხვალ, პრაღაში, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება.