პარლამენტის აპარატმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

პარლამენტის აპარატმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

პარლამენტის აპარატმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს პარლამენტის აპარატმა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობისთვის ახალი ავეჯის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ტენდერში შპს "მოდერნ-ვილამ" გაიმარჯვა.

ხელშეკრულების მიხედვით შპს "მოდერნ-ვილა" პარლამენტს ავეჯით უზრუნველყოფას 1 267 970 ლარად უზრუნველყოფს. "მოდერნ-ვილამ" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ასი დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

პარლამენტის აპარატმა 1 300 000 ლარიანი ტენდერი სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად 29 ივლისს გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით საოფისე, სათათბირო, კომპიუტერის და ტელევიზორის მაგიდები, საოფისე კარადები და ტუმბოები ძირითადად დამზადებული უნდა იყოს ლამინირებული მდფ-ით ან მერქან ბურბუშელოვანი ფილით. რაც შეეხება სავარძლებს, სატენდერო მოთხოვნის მიხედვით პარლამენტი ორი ტყავის გორგოლაჭიანი და 800 უგორგოლაჭო სავარძლის შეძენას აპირებს.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "მოდერნ ვილამ" მიიღო.