სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი

2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში მილიონერების რიცხვი 9.2 %-ით გაიზარდა. ამასთან ერთად მათი ქონების საერთო ჯამმა სარეკორდო თანხას მიააღწია - 46.2 ტრილიონი დოლარი.

ლიდერი მდიდარ მაცხოვრებელთა შორის ჩრდილოეთ ამერიკა გახდა, რომელმაც ამ მაჩვენებლით აზიას გადაუსწრო. აზია 2011 წელს სიის პირველ ადგილს იკავებდა.

ყველაზე მეტი მილიონერი ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს - 3.7 მილიონი ადამიანი. ბოლო მონაცემების მიხედვით 2011 წელთან შედარებით მათი რიცხვი 11.5 %-ით გაიზარდა.

ამის მიზეზად კი აშშ-სა და კანადაში საფონდო და საცხოვრებელი ბაზრების ზრდას ასახელებენ.

წყნარი ოკეანის აზიურ რეგიონში 2012 წლის ბოლოს 3.6 მილიონი ადამიანი ცხვობრობდა, რომელთა ფინანსური სახსრები ერთ მილიონ დოლარზე მეტი იყო.

რაც შეეხება ევროპას, მილიონერთა რიცხვი აქ 7.5 %-ით გაიზარდა და 3.4 მილიონ ადამიანს მიაღწია.

ერთადერთი რეგიონი, სადაც მილიონერ ადამიანთა რიცხვი შემცირდა ლათინური ამერიკაა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ რეგიონში სუსტი ეკონომიკური წინსვლაა და აქციათა ბაზარზე რთული სიტუაციაა.

საერთო ჯამში მილიონერების რიცხვი 2012 წელს 9.2 %-ით გაიზარდა - 12 მილიონ ადამიანამდე.

2012 წლის მილიონერთა საერთო ქონებამ 46.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც 10%-იან ზრდას წარმოადგენს. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 1.7 %-მდე იყო დაკლებული.

აქვე აღსანიშნავია ქალაქების რეიტინგი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. პირველი ადგილი ნიუ იორკს უკავია. ნიუ იორკში 70 მილიარდერი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი კი თავად ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგია, ვის ქონებასაც Forbes 27 მილიარდ დოლარად აფასებს.

რუსეთის დედაქალაქში 64 მილიარდერი ცხოვრობს. სიის ხუთეულში ასევე შევიდნენ ლონდონი (54 მილიარდერი), ჰონკონგი (40 მილიარდერი) და პეკინი (29 მილიარდერი).