საქართველოს ტერიტორიაზე დღეს 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს ტერიტორიაზე დღეს 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს ტერიტორიაზე გამთენიისას, 04:23 საათზე 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის რაიონიდან 10 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით დაფიქსირდა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, 17 სექტემბრის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც ბიძგებმა 5.1 მაგნიტუდა შეადგინა, მიწისქვეშა ბიძგები დღეს ყველაზე ძლიერი იყო.

სეისმოლოგიურ ცენტრში ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, მოჰყვა თუ არა დღევანდელ მიწისძვრას ნგრევა.